Quantcast
Channel: თურქული სერიალები - Seen.ge - Filmebi qartulad ,ფილმები ქართულად,Serialebi,turquli serialebi,სერიალები,kinoebi,კინოები ქართულად,induri serialebi,Qartulad natargmni filmebi,

ბამბის ველი / Seriali Bambis Veli / Bambis veli qartulad

$
0
0
სერიალში სიუჟეტები, ადანისა და დასავლეთ თურქეთის ნაყოფიერ მიწებზე ვითარდება. ასლანბასის კლანი ადანის ყველაზე მდიდარი კლანია. მართალია, ისინი ათასობით აკრი ბამბის ველის მფლობელები არიან, მაგრამ სიმდიდრე სხვა საქმიანი წყაროებითაც მოაგროვეს. ოჯახს ბამბის ველებზე ათასობით დაქირავებული მუშახელი და სახლში აურაცხელი მოსამსახურე ჰყავს. ასევე გააჩნიათ საკუთარი, მსხვილი ჰოლდინგი თავისი პერსონალით... ასლანბასების ოჯახში 4 ძმის ირგვლივ ვითარდება. ყოველ მათგანი დაოჯახებულია, ზოგი კი - მის შესაქმნელად ემზადება... ომერი ერთი მათგანია. იგი ბამბის ველზე მომუშავე ლამაზმანს - „ფიფქია“ ჩერენს შეხვდება, რომელსაც მეტსახელად „ბამბის ველის პრინცესას“ ეძახიან. სერიალში სიუჟეტების განვითარების კვალდაკვალ, ასლანბასების დიდი ოჯახის საიდუმლოებებს აეხდება ფარდა, რომელიც ამ ხნის მანძილზე, სიყვარულისა და ძლევამოსილების საფარველით, სიცრუისა და ტყუილების მორევში იყო ჩაძირული.

შავი პური / Savi puri / Kara Ekmek (2015)

$
0
0
სერიალში აღწერილი ისტორია, ორი დის ასიეს და მინას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ისინი სტამბულის გარეუბანში ცხოვრობენ. უსიყვარულო, უფულო და არავის მოიმედე დებს, ძნელად წარმოუდგენიათ, თუ ოდესმე ბედნიერ ცხოვრებას ეღირსებიან. რთულმა ცხოვრებამ დები მჭიდროდ დააკავშირა. ასიე უფროსი დაა. ის საკმაოდ ამბიციური და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა. უმცროსი და მინა კი - მშვიდი და მორჩილი გოგონაა. დები, ამ მკაცრსა და დაუნდობელ სინამდვილეში, ცდილობენ განაგრძონ ცხოვრება და სიყვარული, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს...

მარწყვის სუნი / Marwyvis Suni / Запах клубники / მარწყვის სურნელი / marwyvis surneli

$
0
0
ახალგაზრდა და ლამაზი ასლის სიყვარულის ისტორია. იგი ოცნებობს მსოფლიო დონის კონდიტერობაზე. ერთხელ მას ბედი თურქეთის ყველაზე სასურველ სასიძოსთან , მდიდარ ბურაკთან შეახვედრებს.მათი შეხვედრა უსიამოვნო აღმოჩნდება, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს. ბორდრუმში გაფრენისას კი შემთხვევით ერთმანეთის გვერდით მოუწევთ დაჯდომა ...

შენი ზოდიაქოს ფერი / sheni zodiaqos feri / Kara Sevda

$
0
0
ქემალს პირველი სიყვარული მოულოდნელად ეწვია, როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე. პირველად გოგონას ტრანსპორტში შეხვდა, შემდეგ -გამოფენაზე და ბოლოს, მან ის დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა, რომელსაც ნიჰანი ჰქვია, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილია. ქემალი - ღარიბი დალაქის. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნიან. აქვს კი რაიმე მომავალი მათ სიყვარულს, როცა ირგვლივ საშინელი ინტრიგები იხლართება?

ცხოვრების გზები / cxovrebis gzebi (ქართულად)

$
0
0
მოკლე აღწერა: იგიტ კოზანი - კაცი რომელმაც ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებაში. იგი არის შეყვარებული ორ ქალზე ერთდროულად, პირველი არის მისი შვილის დედა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კომაშია. მეორე კი, შეუყვარდა ერთი შეხედვით. ეს არის მთავარი გმირების სიყვარულის სამკუთხედი ...

ტკბილი შირისძიება / tkbili shurisdzieba / сериал Сладкая месть / Tatlı Intikam онлайн

$
0
0
Pelin არ ყოფილა გაუმართლა სიყვარული. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მისი ცხოვრება იცვლება, მთლიანად, და იგი გადაწყვეტს ცოლად ადამიანი მისი ოცნება.
იმ დღეს ქორწილი მისი საქმროს მოულოდნელად ქრება. კაცი, რომლის სიყვარული Pelin, იმისათვის, რომ ის წინ საქორწილო ცერემონიალი.
ერთ-ერთი ქალბატონი, რომ ვუთხრა მას, რომ მიზეზი მისი ცუდი იღბალი, რომ წარსულში Pelin დააზარალებს ერთი პირი. ყველა fun იწყება იმ მომენტიდან, როდესაც Pelin დაიწყება ეძებს კაცს ...

სერიალი: გზაჯვარედინი / Seriali Gzajvaredini (ქართულად)

$
0
0
იამანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ის სტამბულის მივარდნილ კვარტალში სიღარიბეში გაიზარდა. მისი ცხოვრება დრამატიზმითა და სულიერი ტრავმებითაა აღსავსე. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამამ მიატოვა. მისთვის ერთადერთი ავტორიტეტი ქენან ბეია. ქენანი ცდილობს იამანს თავი კარგ კაცად მოაჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში არამზადა და ნაძირალაა. ერთხელ მის გამო, შრომისა და სწავლის მოყვარე ბიჭი - ციხეში მოხვედრის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, მას ბედმა გაუმართლა და დამცველად წარმატებული ადვოკატი, სელიმ სერაზა შეახვედრა, რომელმაც დაასაბუთა იამანის უდანაშაულობა, გაამართლა ის და თავის ოჯახში წაიყვანა. აქ, იამანი პირველად გაეცნო იმ სამყაროს, სადაც ყველაფერს ფული, ძალაუფლება, ბინძური თამაში და უკანონობა განაგებს...

წითელი და შავი / EVE DUSEN YILDIRIM / witeli da shavi qartulad

$
0
0
მუაზესი ძალიან ლამაზი გოგონაა, რომელსაც მამაკაცები უყურადღებოდა არ ტოვებენ. ერთ დღესაც მათ თავს დაატყდება უბედურება მამის სიკვდილი და მოუწევს მარტო დარჩენა.

ანხელის საიდუმლო (ქართულად) / MÁS SABE EL DIABLO / ANXELIS SAIDUMLO (QARTULAD)

$
0
0
ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდაზე, რომელსაც ანხელ სალვადორი ჰქვია. ის დიდი ხანია არ იცნობდა საკუთარ მამას. ანხელი დედამ და ნიუ-იორკის გარეუბნებმა გ აზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ანხელი ძალიან კეთილი და ტალანტია, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ის იძულებული შეიქნა ქურდი გამხდარიყო...

მოპარული ცხოვრება ქართულად / O Hayat Benim / moparuli cxovreba qartulad

$
0
0
მეჰმეთ ემირი და ჰასრეთი შეყვარებულები არიან. ისინი დასაქორწინებლად ემზადებიან, მაგრამ ჰასრეთის მამა იუსუფი, ამ კავშირის წინააღმდეგია. მალე გოგონა გაიგებს, რომ ორსულადაა. უკანონო შვილის გაჩენით, ოჯახი შერცხვენას რომ გადაურჩეს, ჩვილს ბაჰარს დაარქმევენ და სტამბულის გარეუბანში ჩუმად გაიყვანენ. ის მთელ ბავშვობას აქ გაატარებს. როცა ბაჰარი 22 წლის გახდა, მან თავისი მშობლების პოვნა გადაწყვიტა. ახალგაზრდამ ჯერ არ იცის, რომ უზარმაზარი სიმდიდრის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს, რაც მის ცხოვრებას მალე შეცვლის.

გონული ქართულად / Hatirla Gönül / Gonuli Qartulad

$
0
0
სერიალის მთავარი გმირი, გონული ობლობაში გაიზარდა. მისი მშობლები მაშინ დაიღუპნენ, როცა გოგონა პატარა იყო. იგი ინტერნატში გაგზავნეს, სადაც ზრდასრულობამდე იზრდებოდა. გონულს ბავშვობიდანვე უწევდა თავის დაცვა, რადგან გარემომცველ სამყაროში, ყოველთვის დაცინვას, აბუჩად აგდებასა და შევიწროვებას განიცდიდა. როცა გოგონა წამოიზარდა, სამედიცინო საქმე შეისწავლა და მეედად დაიწყო მუშაობა საკმაოდ კარგ ადგილზე. სამსახურში იგი უყვართ და აფასებენ, ხოლო, ატეხილი კაცები მის ადგილსამყოფელს დაეძებენ. გონულს საბოლოოდ ვერ გადაუწყვეტია ვის მიუძღვნას თავისი გული ...

პატარა ელიფი ქართულად / Patara Elifi Qartulad

$
0
0
ერიალში პატარა, ლამაზი და კეთილი გოგონას, ელიფ შიმშექის ამბავია ასახული, რომელიც თავის ავადმყოფ დედას უნდა მოსწყვიტონ. ბოროტ მამინაცვალს მისი გაყიდვა სურს, რადგან ბანქოში დიდძალი თანხა წააგო. ავადმყოფი დედა, გოგონას თავის მეგობართან, აიშე დოღანთან წაიყვანს, რომელიც მდიდარ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობს. სინმდვილეში, ამ ოჯახის მემკვიდრე პრინცი ქენან ემიროღლუა, რომელსაც ოდესღაც, ძილერ უყვარდა ელიფის დედიკო, მაგრამ ბედისწერამ ისინი გაჰყარა, რადგან სხვადასხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ. პატარა ელიფი კი, მათი სიყვარულის ნაყოფია. ამ დროს, ქენანი დაქორწინებულია არზუ ემიროღლუზე და მასთან ქალიშვილი თუქჩე ჰყავს, რომელიც ძალიან განებივრებული და ცუდი ხასიათებისაა. აიშე ცდილობს ქენანისგან ნებართვა აიღოს, რომ ელიფმა იცხოვროს სახლში, სადაც ფუფუნება და სიმდიდრეა ისე, რომ ბავშვის ნამდვილი მამისთვის, საიდუმლოს გამხელას არ აპირებს. ელიფიც იძულებულია იყოს უცხო სახლში თავისი საყვარელი დედიკოს გარეშე.

სერიალი ოქროს გალია ქართულად / Seriali Oqros Galia Qartulad

$
0
0
მეჰმეთსა და ნერმინს სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. ისინი სტამ-ბულის გარეუბანში ცხოვრობენ. სიღარიბეს რომ თავი დააღწიონ, ქალ-ვაჟი ყოველ-დღიურად მძიმე შრომას ეწევა. ისინი დაქორწინებასა და საკუთარ სახლში ცხოვრე-ბაზე ოცნებობენ.

Stambolis ori saxe Qartulad / სტამბოლის ორი სახე ქართულად

$
0
0
ფათიჰი, სტამბულის ღარიბი კვარტალია, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ნერიმანი ცხოვრობს. მას დედა ბავშვობაში დაეღუპა და ახლა მამასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ძველი ტრდიციების მიხედვით მიმდევარია. ნერიმანის ბავშვობის მეგობარი, შინასი, დიდი ხანია ოცნებობს მასთან ქორწინებაზე.

No: 309 / ნომერი: 309 (ქართულად)

$
0
0
რაღაც სასწაულებრივი დამთხვევით ონურმა და ლელე ერთსადაიმავე ადგილას აღმოჩნდნენ ბრმა პაემანზე, რომელიც მათმა დედებმა მოაწყვეს და შემდეგ დილით მათ საკუთარი თავი ერთსა და იმავე საწოლში აღმოაჩინეს.

მამაცი და ლამაზი (ქართულად) / Cesur Ve Güzel / mamaci da lamazi (qartulad)

$
0
0
ერთ-ერთი დიდი ქალაქიდან სოფელში ჩამოდის ძალიან სიმპათიური და მომხიბლავი კაცი სახელად ჯესური. პირველივე დღეს იცნობს მშვენიერ მომხიბლავ გოგონას რომლის სილამაზეზეც ლეგენდები დადის, თავად ეს გოგო რეგიონის უმდიდრეს ოჯახშია დაბადებული და ოჯახის ბიზნესს უძღვება, მათ შორის მალევე გაჩნდება დიდი გრძნობა თუმცა ამ ყველაფერს ხელს უშლის ახალგაზრდების ოჯახების წარსული რომელთაგან არცერთმა არაფერი არ იციან ამის შესახებ სწორედ ამიტომ მათ ურთიერთობას ძალიან ბევრი სირთულე და გამოცდა ელის.

სერიალი ფერიჰას საიდუმლო / Seriali Ferihas Saidumlo

$
0
0
ფილმის აღწერა: სერიალი ახალგაზრდა გოგონა ფერიჰაზე მოგვითხრობს. მისი ოჯახი ემსახურება სტამბულის ერთ-ერთი ელიტარული რაიონის აპარტამენტებს. ფერიჰა ოცნებობდა გამხდარიყო ისეთივე, როგორებიც აპარტამენტებში მოსამსახურენი იყვნენ. გაიზარდა რა ის, უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, რის შედეგადაც საშუალება მიეცა ბავშვობის დროინდელი ოცნება აესრულებინა რეალურად. ფარიჰა არავისთან საუბრობს თავის ღარიბ წარმომავლობაზე, სანამ არ გამოჩნდება ის, ვინც მის ცხოვრებას...

შავი ყვავილი / shavi yvavili

$
0
0
თურქული სერიალების მოყვარულებს წარმოგიდგენთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს სახელად "შავი ვარდი". ეს თურქული სერიალი შეიძლება შეგხვდეს შავი ვარდის სახელით. სიუჟეტის ცენტრში ჩვეულებრივი თურქული ოჯახია. მაგრამ, ის ჩვეულებრივია მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში იჯახის თავი, ქმარი დიდი ხანია ყველას ატყუებს. ის კვირაობით იკარგებოდა სადღაც, პირველ ხანებში ცოლი ვერ ხვდებოდა მაგრამ, დროთა განმავლოაში მიხვდა რომ რაგაც არ იყო წესრიგში.

ცრემლების გვირგვინი (ქართულად) / Benim Hala Umudum Var / cremlebis gvirgvini (qartulad)

$
0
0
ახალგაზრდა გოგონა უმუთი, მამისეულ ოჯახში ცხოვრობს ძმებთან ერთად და იქ სადაც ბევრი ადამიანია თავმოყრილი ბუნებრივია, კონფლიქტებიც ხშირია. გოგონა საკუთარი ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და ღირსეულ მამაკაცზე ოცნებობს. ასეთი კი ორი ჩანს. მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ ლამაზმანის გულის დასაპ-ყრობად. ამ გზაზე კი - მუხთალი ბედი ბევრ განსაცდელს ამზადებს.

შიგნით ქართულად / Shignit Qartulad / Içerde Qartulad

$
0
0
სიუჟეტი პოლიციის აკადემიის გამოსაშვები საღამოთი იწყება. მთავარი გმირი, სარფ ილმაზი, აკადემიას ამთავრებს. მისი უმცროსი ძმა, რამდენიმე წლის უკან გაიტაცეს და სარფი, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მას ამ საღამოზე შეხვდებოდა. გატაცებამდე ბიჭს, უმუთს ეძახდნენ, ახლა კი - მეთე ჰქვია. ბავშვობაში იგი ძალით შეათრიეს ქუჩის ბანდაში, რომელის წევრებიც არალეგალური ვაჭრობას ეწეოდნენ. მას ამ ჭაობიდან ამოსვლაში, მფარველი ანგელოზი - გოგონა მელექი გამოუჩნდა, რომელმაც ის ბანდას ჩამოაშორა და პოლიციის აკადემიაში მოახვედრა. ძმები ერთმანეთში საერთო ენას ვერ პოულობენ და მათ შორის მუდმივი კამათი, ხშირად კი - კონფლიქტია.

დაქირავებული სიყვარული (ქართულად) / Kiralik Ask / daqiravebuli siyvaruli qartulad

$
0
0
ომერი წარმატებით მოღვაწეობს სამოდელო ბიზნესში. ანგარების მიზნით, მის ნათესავებს სურთ იგი ლამაზ გოგონაზე დააქორწინონ, რომელიც ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან და რომელსაც მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს თავში - გახდეს ცნობილი და წარმატებული მაღალ საზოგადოებაში. ბიჭი ამ კუდა-ბზიკას ვერ იტანს და არაფრად აგდებს... ომერი კაფეში,

ხაფანგი (ქართულად) / Kördügüm / xafangi (qartulad)

$
0
0
რა არის ბედი? ახდენს ის ჩვენზე ზეგავლენას? სინამდვილეში, შეგვიძლია თუ არა მისი მართვა? ეს კითხვები არაერთ ადამიანს დაუსვამს თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. მაგრამ საბოლოოდ, მასზე პასუხი არავის გაუცია. წარმოდგენილ სერიალში, სამი ადამიანის ცხოვრებაა ასახული, რომელთა ცხოვრებისეული ბილიკები „მკვდარი მარყუჟივით“ არის ერთმანეთთან ჩასკვნილი. თავდაპირველად, ყველაფერი ერთი შემთხვევითი შეხვედრით დაიწყო. შემდეგ კი -ამას მოჰყვა: ვნებათა ღელვა, სიყვარული და იმედგაცრუება. წარსული ბევრ ინტრიგას წარმოშობს, რომელიც ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეახსენებს თავს სერიალის გმირებს.

დესპოტი ქმარი (ქართულად) / Yeter / despoti qmari (qartulad)

$
0
0
სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას აილინის ისტორიას, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ცოლად გაჰყვა ქირურგს სახელად იეკტას. ის პრინციპური კაცია და მისი პირველი წესია ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად

კაცი (ქართულად) / Cesur Yürek / kaci (qartulad)

$
0
0
ომერი ჯარიდან სტამბულის ძველ რაიონში დაბრუნდა სადაც ის გაიზარდა და ეგრევე პრობლემებში გაეხვა ...

ბოდრუმის ამბავი / Bodrumis Ambavi / Bodrum Masalı

$
0
0
სერიალში ერგიუვენის ოჯახის ისტორიაა წარმოდგენილი, რომელმაც ცხოვრება ყველაზე დაბალი დონიდან დაიწყო და თავისი შრომით, უზარმაზარ სიმდიდრესა და სოციალუ სტატუსს მიაღწია. ერვენი მსხვილი სატრანსპორტო კომპანიის და სტამბულის სასტუმროების ქსელის მფლობელია. ოჯახის წარმომადგენლები ზაფხულობით დასასვენებლად ბოდრუმს მიაშურებს ხოლმე. ერთხელაც ისე მოხდა, რომ მათი მდიდრული ცხოვრება მყისიერად ჩამოიშალა და ერთადერთი, რაც ოჯახს შერჩა, ეს მოკრძალებული სასტუმროა, რომელიც სწორედ ბოდრუმშია განთავსებული. მაგრამ, ის მარტო მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. თუმცა, ოჯახს საკუთრებაში ერთი მიტოვებული მოუვლელი სახლიც დარჩა. (მამამ სასტუმრო ფარიალს დაუტოვა, ილდიზის ყოფილ ქმარს). მიიღეს რა გადაწყვეტილება, მთელი ოჯახი ბოდრუმში გადაბარგდა, რათა თავიდან შეუდგნენ ცხოვრების აწყობას. ოჯახში მომხდარი უეცარი ცვლილებები, სწრაფად ახდენენ გავლენას მათი ბავშვების მდგომარეობაზე - მოცურავე ათეშსა და მევიოლინე სუზე. ორთავე ფიქრობს, რომ მათ სიყვარული დაკარგეს...

სერიალი დედა / Seriali Deda / Seriali Anne

$
0
0
სერიალი უმწეო გოგონაზე, თუჩეზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი დედის მხრიდან ძალადობრივი ზეგავლენის ქვეშ აღიზარდა. ქალი ერთ-ერთი ადგილობრივი პავილიონის თანამშრომელია და საყვარელთანაც წაიბოზანდარებს. გოგონა მიუხედავად თავისი რთული ცხოვრებისა, ოპტიმიზმის გრძნობას არ კარგავს. ის მუდმივად ფანტაზიორობს, იგონებს ახალ სამყაროებს და ჰაროვან ციხესიმაგრეებს აგებს ოცნებებში. ეს, მას თავისი დამახინჯებული არსებობის გასალამაზებლად სჭირდება. თუჩე იმედოვნებს, რო ერთხელაც იქნება - ბედი გაუღიმებს, მანამ კი - როგორმე უნდა გაუძლოს ბოზანდარა დედამისის მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ საშინელ ყოფას... და მართლაც, მისი ოცნებები განხორციელბას იწყებს იმ მომენტიდან, როცა გოგონა ზეინეპს შეხვდება...

Babam ve Ailesi / ოჯახური პორტრეტი / Ojaxuri Portreti Qartulad

$
0
0
ცნობილი ბიზნესმენი ქემალი ცხოვრობს სტამბულში თავის ცოლთან და შვილებთან ერთად. მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ქემალს სხვა ოჯახიც ჰყავს ადანაში ...

ტყუილი (ქართულად) / Adini sen koy / tyuili (qartulad)

$
0
0
შეყვარებული სული ცხოვრობს ბნელ და ცივ ამინდშიც კი, როცა ორს ერთმანეთი ძალიან უყვარს მათ ვერაფერი დააშორებთ ...

ეს ქალაქი შენ მოგყვება / es qalaqi shen mogyveba / Bu Şehir Arkandan Gelecek

$
0
0
ბავშვობაში ალის მამამ თვალწინ მოუკლა დედა და ბიჭის მოკვლასაც აპირებდა. მაგრამ, ბავშვი მიუხვდა განაზრახს და გადაბრუნებულ ნავში შეძვრა. ბოროტმა მამამ ის ვერ იპოვა. ბავშვი აკანკანებულ და შეშინებულ მდგომარეობაში იპოვა გემზე მზარეულად მომუშავე რაუფმა, რომელმაც ბიჭი აღზარდა. იმ საშინელი დღიდან, 20 წელი გავიდა.

დედამთილი (ქართულად) / Istanbullu Gelin / dedamtili (qartulad)

$
0
0
ამბავი ეხება წარმოუდგენლად ლამაზ წყვილს. ყველაზე სასურველი სერიალი.არასამთავრობო ტრივიალური საინტერესო ამბავი. მოულოდნელი სიუჟეტი, გმირების მრავალმხრივ ქმნიან ნამდვილი ინტრიგების ატმოსფეროს. შეუძლებელია პროგნოზირება, რომლის მიხედვითაც სიუჟეტი ვითარდება. ერთი რამ არის გარკვეული, ეს იქნება საინტერესო, საოცარი, დიდი, რადგან ყველაზე ცნობილი თურქული პროდიუსერი და საუკეთესო მსახიობები მუშაობენ. მთავარი პერსონაჟი ელოდება უამრავ თავგადასავალს, გამოყოფისა და იმედგაცრუებას. მათი გრძნობები კვლავ და კვლავ გამოიცდება ...

Ask Laftan Anlamaz / სიყვარულს სიტყვების არ ესმის (ქართულად)

$
0
0
სერიალის მთავარი გმირი, ღარიბი გოგონაა, რომელიც პატარა ქალაქ გირესუნე-ჰაიათში ცხოვრობს. მოზრდილობის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და მეგობრებთან ერთდ სტამბულისკენ გაემართა. აქ იგი სამსახურს იშოვის და სიყვარულსაც შეხვდება ...

ახალი პატარძალი / Yeni Gelin / Axali Patardzali

$
0
0
ბელა ესპანელი ლამაზმანია. რომელიც მადრიდსა და მილანში გაიზარდა. ჰაზარ-აღა კი - მზიან ჩუქუროვაში, ადანის პროვინციაში. ეს ორი სხვადასხვა სამყაროს ადამიანი, ბედმა ერთმანეთს შეახვედრა. მალე ისინი დაქორწინდნენ და ჰაზარის სამსობლოში გაემართნენ. მაგრამ, მათ ბედნიერებას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა

მერცხალი ქარიშხალში / Kırlangıç Fırtınası / Mercxali qarishxalshi

$
0
0
მაშინ ულფეთი ახალგაზრდა გოგონა იყო. ვიღაც ჯენგინი შეუყვარდა და თავიც დაიორსულა. ქალ-ვაჟს შორის ქორწინებაზე საუბარიც არ ყფილა. ულფეთის უფროსი ძმა, ქუდრეთი ავარდა ამ ამბავზე. სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით, მან მშობიარობის შემდეგ, ბავშვი აართვა დას და თავისი შვილის გვერდით მოათავსა. დის გამაბახებელი ჯენგიზი კი - სიცოცხლეს გამოასალმა. ქუდრეთის ცოლმა მერიემმა და ულფეთმა ერთდოულად იმშობიარეს. მშობიარობამ რთულად ჩაიარა. ამიტომ ქუდრეთმა დას უთხრა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, ხოლო, თავისი ცოლს ის მიახარა, რომ ტყუპები შეგვეძინაო... გავიდა დრო. ბიჭები: შაჰინი და იუსუფი წამოიზარდნენ. არც ულფეთმა და არც მერიემმა იცის სიმართლე. ის კი არა და ქუდრეთიც ვერ ანსხვავებს ბიჭებს, რომელია მისი ღვიძლი შვილი და რომელი დისშვილი. მაგრამ, არის ერთი ბებრუხანა, რომელმაც იცის სინამდვილე, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს იგი ამ საიდუმლოს შენახვას?..

მეორე შანსი ქართულად / Kalbimdeki Deniz / meore shansi qartulad (სერიალი)

$
0
0
დენიზი, რომელსაც ეგონა, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდა საშინლად მოტყუებული აღმოჩნდება... ერთხელაც მისი ქმარი უცნაურად გაუჩინარდა. ქალი მის მოზებნას შეუდგა. კაცი გაიძვერა და მექალთანეა. როცა მას დენიზი გულგახეთქილი დაეძებს, ის ამ დროს - თავისი ცოლის საუკეთესო მეგობარს, მშვენიერსა და მიმზიდველ ჰულიას ჟიმავს...

შავთეთრი სიყვარული / Siyah Beyaz Aşk / shavtetri siyvaruli (თურქული სერიალი) 2017

$
0
0
ფერჰათი ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც დაივიწყა, თუ რა აუცილებელია სიყვარული. ის, ის კაცი არის, ვისაც თვალის დაუხამხამებლად შეუძლია მოკლას ვინმე, თუკი, ამას საჭიროება მოითხოვს. ასლი კი - გულთბილი გოგონაა. იგი პროფესიით ექიმია, რომელმაც თავი ადამიანების გადარჩენას მიუძღვნა. ფერჰათს სასწრაფოდ სჭირდება ექიმი, რათა ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ამის გამო, გადაიკვეთება ასლისა და მისი გზები. ეს ორი ადამიანი, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც შავი და თეთრი...

Cukur / ორმო (ქართულად)

$
0
0
მართლაც რომ კონტრასტების ქალაქია სტამბული. აქაურ ქუჩებში, არამარტო არქიტექტურის უნუკალურ ძაგლებს შეხვდები, არამედ ადგილობრივი კრიმინალების წარმომადგენლებსაც... ქოჩოვალების ოჯახი, დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბანდის საქმეებს განაგებს.ამ კლანს, ასეთი პრინციპი აქვს - არასგზით არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობა. კონკურენტებს კი - არ სურთ ეს აკრძალვა, რადგან ნარკობიზნესი მათი ძირითადი შემოსავალია. ამან კლანებს შორის დაუნდობელი ომი გამოიწვია... სწორედ ამ დროს, სტამბულში ახალგაზრდა ბიჭი - იამაჩი ბრუნდება, რომელმაც ქოჩოვალების ოჯახი რამდენიმე წლის წინათ დატოვა. მიუხედავად რთული ხასიათისა, მან მაინც შეძლო ძალების გამონახვა საკუთარ თავში და უარი განაცხადა ოჯახის კრიმინალურ საქმეებში მონაწილეობაზე... მაგრამ, მას დიდ საბრძოლო ბატალიებში ჩართვა მაინც მოუწევს და ამასთან ერთად, არანაკლებ რთულ სასიყვარულო რომანთან შეჭიდებაც. ის გაიცნობს სელმას, გოგონას, რომელსაც სტამბულის პოლიცია დასდევს დასაჭერად, რადგან საკუთარი ნათესავების დახოცვაში დებენ ბრალს ...

ფავორიტი ( მამაცი და ლამაზი ) (ქართულად) / CESUR VE GÜZEL (Brave and Beautiful)

$
0
0
ფილმის აღწერა: პატარა მშვიდ ქალაქში, სადაც ყველაფერს კორლუდაგების უმდიდრესი ოჯახი განაგებს, მალე ყველაფერი შეიცვლება. შურისძიების წყურვილით აღვსილი ჯისური ქალაქში მამამისის გამო შურის საძიებლად ჩადის. კორლუდაგების ოჯახი - მისი ნომერი პირველი მტერია. თუმცა მისი შურისძიების წყურვილს უეცარი გრძნობა - სიყვარული დაემატება, როდესაც მას თავისი მტრის ქალიშვილი სუჰან კორლუდაგი შეუყვარდება. რაზე უნდა თქვას მან უარი შურისძიებაზე თუ სიყვარულზე?..

სერიალი დასაწყისი / Seriali Dasawyisi / Bana Sevmeyi Anlat

$
0
0
ფილმის აღწერა: ლეილა გერმანიაში ცხოვრობს და ახლა, იძულებულია მამისეულ სახლში დაბრუნდეს ბავშვით ხელში, რადგან ქმარს გაეყარა... მისი ქმარი ალპერი, რესტორანში მუშაობს, სტამბულში. ლეილა შვილის მომავლის გამო, ახალი ცხოვრების წამოწყებას ძლიერ და მდიდარ ჰაშმეთთან ერთად აპირებს. მაგრამ, ქალისთვის ყველაზე უიღბლო ღამეს - ალპერი ჰაშმეთს შეხვდა...

ბედის ანაბარა (ქართულად) / Küçük kadinlar / bedis anabara (qartulad) / Patara Kalbatonebi

$
0
0
ფილმის აღწერა: ხუთ ახალგაზრდა ლედის, უმძიმესი დრო დაუდგათ ამ მუხანათსა და დაუნდობელ ცხოვრებაში, სადაც ყველას ყველა ფეხებზე ჰკიდია. მაგრამ, დები მაინც ახერხებენ ოჯახის შენარჩუნებას და ერთმანეთის თანადგომით ცდილობენ ყველა სირთულის დაძლევას.

Turquli Seriali ormo Qartulad / ორმო (ქართულად) / Cukur

$
0
0
იამაჩი სტამბულში ბრუნდება. დიდი ხნის წინ სირთუელების მიუხედავად მან შეძლო და თავი დააღწია დამაშავეთა სამყაროს. ახლა იგი მუსიკითაა გატაცებული. როდესაც მისი პოპულარობა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს გაიცნობს გოგონას, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი...

seriali piroba / SOZ (qartulad) / სერიალი პირობა (ქართულად)

$
0
0
მას შემდეგ, რაც თურქეთი ტერორისტთა სამიზნე ქვეყნად გადაიქცა, ლეიტენანტმა იავუზმა ერთ-ერთი აფეთქებისას, ცოლი დაკარგა. თურქმა სამხედროებმა 12 მებრძოლისგან შემდგარი სპეციალური განყოფილება შექმნეს. მათი მიზანია იპოვონ ტერორისტთა ბანდდაჯგუფებები და ბოლომდე გაანადგურონ ისინი... ამ დაუნდობელ ბრძოლაში ქვედანაყოფს სათავეში იავუზი ჩაუდგება ...

seriali darchi chemtan (qartulad) / Dayan Yuregim / სერიალი დარჩი ჩემთან (ქართულად)

$
0
0
სერიალის მთავარ გმირ ქალბატონს, პრაქტიკულად ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მომენტალურად: სამსახური, სახლი და ოჯახიც დაკარგა. ის საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყოს.

ცოდვილი (ქართულად) / CODVILI (QARTULAD) / GÜNAHKAR

$
0
0
ქერიმი 50 წლის დაოჯახებული ბიზნესმენია, 3 შვილის მამა. ერთ დღეს, როდესაც მას უნდა მიეღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან ტენდერში, მასზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც სრულიად ცვლის მის მთელ ცხოვრებას .

Acil Ask Araniyor / სასწრაფოდ! ვეძებთ სიყვარულს (ქართულად)

$
0
0
სინანი სტამბულის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმია. იგი მარტოხელაა და მეგობრები უჩიჩინებენ, რომ დროა დაქორწინდეს. სინანი კარგი და სამუშაოზე თავდადებული ექიმია, რის გამოც პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად დრო საერთოდ არ რჩება. მაგრამ, მოულოდნელად მისი ცხოვრება ერთი გოგონას გამო, რომელიც მის მეზობლად გადმოსახლდა, მკვეთრად შეიცვლება ...

Fazilet Hanim ve Kizlari / ქალბატონის ქალიშვილები (ქართულად)

$
0
0
მას შემდეგ, რაც ქალბატონ ფაზილეთს მეუღლე გარდაეცვალა, ის თავისი ქალიშვილებისთვის დედაც იყო და მამაც. ისინი ღარიბულ კავარტალში, პატარა სახლში ცხოვრობენ... ცხოვრობენ და დიდ მომავალზე ოცნებობენ. ქალი განსაკუთრებულ იმედებს უმცროს ქალიშვილზე ამყარებს, რომელსაც ეჯე ჰქვია. მაგრამ - დედისთთის დიდ თავისტკივილს უფროსი გოგონა - ჰაზანი წარმოადგენს, რომელიც თავისი დახვეწილი სილამაზის მიუხედავად, ბიჭივით იქცევა და დედას ვერ ეწყობა... ეიმენის ოჯახი კი - მდიდარი და ძლიერია. მათი საცხოვრებელი ბოსფორის სანაპიროზე მდებარეობს... ერთ მშვენიერ დღეს, ამ ორი ოჯახის ბედისწერა გადაიკვეთება. მათი ურთიერთგაცნობის გაცნობის შემდეგ, არამარტო ეჯეს ცხოვრება შეიცვლება, არამედ ჰაზანისაც, რომელსაც ეიმენების გაზულუქებული ოჯახის განებივრებული ვაჟიშვილი, სინანი შეუყვარდება ...

ალუბლის სეზონი / ალუბლების სეზონი (ქართულად) / Kiraz Mevsimi / Cherry Season / alublis sezoni / alublebis sezoni (qartulad)

$
0
0
სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონაა, რომელსაც ოიქიუ ჰქვია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მას ჩუმად მეთე უყვარდა. იმდენად ძლიერი იყო ეს სიყვარული, რომ გოგონას ვაჟის დანახვაზე გული საგულედან უვარდებოდა და ელეთმელეთი მოსდიოდა. ეს პროცესი უფრო ძლიერდებოდა იმის გამო, რომ ბიჭი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ბიჭი ურო მეტად მისი მეგობარი გოგონათი, შეიმეთი იყო გატაცებული. არავინ იცის ამ სამკუთხედი სიყვარულის ისტორია რა შედეგებით დასრულდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ბედისწერას ოიქიუ აიაზთან რომ არ შეეხვედრებინა.
ეს ახალგაზრდა კაცი მეთეს სამსახურის კოლეგა იყო და ერთხელ, ოიქიუ და აიაზი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს შეხვედრა მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან გოგონა უკვე დანამდვილებით მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული ...

პროტოკოლის გარეშე (ქართულად) / Kayitdisi / protokolis gareshe (qartulad)

$
0
0
ყველაზე მაშტაბური თურქული კრიმინალური დრამა სპეცაგენტი საერთაშორისო სინდიკატის წინააღმდეგ. ორმაგი ცხოვრება, მუდმივი საფრთხე, ოჯახი რომელიც უნდა დაუცვა. ცნობილი რეჟისორის ივედეტ მეარანის ახალი სერია. ერკან პეტეკეკაია მასში სპეციალური აგენტის როლს ასრულებს. სონგულ ოდენი არის ექიმი, მან იცის საზღვრები. ის ხალხს ეხმარება. აუდიტორია უკვე ატარებს მათ სუნთქვას და ელოდება სერიას, რომელიც ახალი სეზონისთვის ყველაზე გრანდიოზული იქნება ...

Çoban Yıldızı / ბედნიერი ვარსკვლავი / Bednieri varskvlavi qartulad

$
0
0
ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია ...

Sahsiyet / პიროვნება / pirovneba qartulad

$
0
0
სერიალი მოგვითხრობს სერიულ მკვლელზე, რომელიც ალცჰეიმერის სნეულებითაა დაავადებული. ნევრა ერთადერთი პოლიციელი ქალია, რომელიც სტამბულის სისხლის სამართლის ბიუროს სამზებრო განყოფილებაში მუშაობს. სწორედ მან გადაწყვიტა სერიული მკვლელის დაჭერა ...

ნაადრევი ფრინველი / ERKENCI KUS / Naadrevi Frinveli qartulad

$
0
0
ჯანისა და სანემის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელთა გზები შემთხვვით გადაიკვეთა, სანემი ახალგაზრდა მხიარული გოგონა, ჯანი კი დიდი კომპანიის მფლობელი. მათი გზები მაშინ გადაიკვეთება, როცა სანემი მის კომპანიაში დაიწყებს მუშაობას...





Latest Images