მართლაც რომ კონტრასტების ქალაქია სტამბული. აქაურ ქუჩებში, არამარტო არქიტექტურის უნუკალურ ძაგლებს შეხვდები, არამედ ადგილობრივი კრიმინალების წარმომადგენლებსაც... ქოჩოვალების ოჯახი, დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბანდის საქმეებს განაგებს.ამ კლანს, ასეთი პრინციპი აქვს - არასგზით არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობა. კონკურენტებს კი - არ სურთ ეს აკრძალვა, რადგან ნარკობიზნესი მათი ძირითადი შემოსავალია. ამან კლანებს შორის დაუნდობელი ომი გამოიწვია... სწორედ ამ დროს, სტამბულში ახალგაზრდა ბიჭი - იამაჩი ბრუნდება, რომელმაც ქოჩოვალების ოჯახი რამდენიმე წლის წინათ დატოვა. მიუხედავად რთული ხასიათისა, მან მაინც შეძლო ძალების გამონახვა საკუთარ თავში და უარი განაცხადა ოჯახის კრიმინალურ საქმეებში მონაწილეობაზე... მაგრამ, მას დიდ საბრძოლო ბატალიებში ჩართვა მაინც მოუწევს და ამასთან ერთად, არანაკლებ რთულ სასიყვარულო რომანთან შეჭიდებაც. ის გაიცნობს სელმას, გოგონას, რომელსაც სტამბულის პოლიცია დასდევს დასაჭერად, რადგან საკუთარი ნათესავების დახოცვაში დებენ ბრალს ...
↧
Cukur / ორმო (ქართულად)
↧
ფავორიტი ( მამაცი და ლამაზი ) (ქართულად) / CESUR VE GÜZEL (Brave and Beautiful)
ფილმის აღწერა: პატარა მშვიდ ქალაქში, სადაც ყველაფერს კორლუდაგების უმდიდრესი ოჯახი განაგებს, მალე ყველაფერი შეიცვლება. შურისძიების წყურვილით აღვსილი ჯისური ქალაქში მამამისის გამო შურის საძიებლად ჩადის. კორლუდაგების ოჯახი - მისი ნომერი პირველი მტერია. თუმცა მისი შურისძიების წყურვილს უეცარი გრძნობა - სიყვარული დაემატება, როდესაც მას თავისი მტრის ქალიშვილი სუჰან კორლუდაგი შეუყვარდება. რაზე უნდა თქვას მან უარი შურისძიებაზე თუ სიყვარულზე?..
↧
↧
სერიალი დასაწყისი / Seriali Dasawyisi / Bana Sevmeyi Anlat
ფილმის აღწერა: ლეილა გერმანიაში ცხოვრობს და ახლა, იძულებულია მამისეულ სახლში დაბრუნდეს ბავშვით ხელში, რადგან ქმარს გაეყარა... მისი ქმარი ალპერი, რესტორანში მუშაობს, სტამბულში. ლეილა შვილის მომავლის გამო, ახალი ცხოვრების წამოწყებას ძლიერ და მდიდარ ჰაშმეთთან ერთად აპირებს. მაგრამ, ქალისთვის ყველაზე უიღბლო ღამეს - ალპერი ჰაშმეთს შეხვდა...
↧
ბედის ანაბარა (ქართულად) / Küçük kadinlar / bedis anabara (qartulad) / Patara Kalbatonebi
ფილმის აღწერა: ხუთ ახალგაზრდა ლედის, უმძიმესი დრო დაუდგათ ამ მუხანათსა და დაუნდობელ ცხოვრებაში, სადაც ყველას ყველა ფეხებზე ჰკიდია. მაგრამ, დები მაინც ახერხებენ ოჯახის შენარჩუნებას და ერთმანეთის თანადგომით ცდილობენ ყველა სირთულის დაძლევას.
↧
Turquli Seriali ormo Qartulad / ორმო (ქართულად) / Cukur
იამაჩი სტამბულში ბრუნდება. დიდი ხნის წინ სირთუელების მიუხედავად მან შეძლო და თავი დააღწია დამაშავეთა სამყაროს. ახლა იგი მუსიკითაა გატაცებული. როდესაც მისი პოპულარობა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს გაიცნობს გოგონას, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი...
↧
↧
seriali piroba / SOZ (qartulad) / სერიალი პირობა (ქართულად)
მას შემდეგ, რაც თურქეთი ტერორისტთა სამიზნე ქვეყნად გადაიქცა, ლეიტენანტმა იავუზმა ერთ-ერთი აფეთქებისას, ცოლი დაკარგა. თურქმა სამხედროებმა 12 მებრძოლისგან შემდგარი სპეციალური განყოფილება შექმნეს. მათი მიზანია იპოვონ ტერორისტთა ბანდდაჯგუფებები და ბოლომდე გაანადგურონ ისინი... ამ დაუნდობელ ბრძოლაში ქვედანაყოფს სათავეში იავუზი ჩაუდგება ...
↧
seriali darchi chemtan (qartulad) / Dayan Yuregim / სერიალი დარჩი ჩემთან (ქართულად)
სერიალის მთავარ გმირ ქალბატონს, პრაქტიკულად ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მომენტალურად: სამსახური, სახლი და ოჯახიც დაკარგა. ის საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყოს.
↧
ცოდვილი (ქართულად) / CODVILI (QARTULAD) / GÜNAHKAR
ქერიმი 50 წლის დაოჯახებული ბიზნესმენია, 3 შვილის მამა. ერთ დღეს, როდესაც მას უნდა მიეღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან ტენდერში, მასზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც სრულიად ცვლის მის მთელ ცხოვრებას .
↧
Acil Ask Araniyor / სასწრაფოდ! ვეძებთ სიყვარულს (ქართულად)
სინანი სტამბულის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმია. იგი მარტოხელაა და მეგობრები უჩიჩინებენ, რომ დროა დაქორწინდეს. სინანი კარგი და სამუშაოზე თავდადებული ექიმია, რის გამოც პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად დრო საერთოდ არ რჩება. მაგრამ, მოულოდნელად მისი ცხოვრება ერთი გოგონას გამო, რომელიც მის მეზობლად გადმოსახლდა, მკვეთრად შეიცვლება ...
↧
↧
Fazilet Hanim ve Kizlari / ქალბატონის ქალიშვილები (ქართულად)
მას შემდეგ, რაც ქალბატონ ფაზილეთს მეუღლე გარდაეცვალა, ის თავისი ქალიშვილებისთვის დედაც იყო და მამაც. ისინი ღარიბულ კავარტალში, პატარა სახლში ცხოვრობენ... ცხოვრობენ და დიდ მომავალზე ოცნებობენ. ქალი განსაკუთრებულ იმედებს უმცროს ქალიშვილზე ამყარებს, რომელსაც ეჯე ჰქვია. მაგრამ - დედისთთის დიდ თავისტკივილს უფროსი გოგონა - ჰაზანი წარმოადგენს, რომელიც თავისი დახვეწილი სილამაზის მიუხედავად, ბიჭივით იქცევა და დედას ვერ ეწყობა... ეიმენის ოჯახი კი - მდიდარი და ძლიერია. მათი საცხოვრებელი ბოსფორის სანაპიროზე მდებარეობს... ერთ მშვენიერ დღეს, ამ ორი ოჯახის ბედისწერა გადაიკვეთება. მათი ურთიერთგაცნობის გაცნობის შემდეგ, არამარტო ეჯეს ცხოვრება შეიცვლება, არამედ ჰაზანისაც, რომელსაც ეიმენების გაზულუქებული ოჯახის განებივრებული ვაჟიშვილი, სინანი შეუყვარდება ...
↧
ალუბლის სეზონი / ალუბლების სეზონი (ქართულად) / Kiraz Mevsimi / Cherry Season / alublis sezoni / alublebis sezoni (qartulad)
სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონაა, რომელსაც ოიქიუ ჰქვია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მას ჩუმად მეთე უყვარდა. იმდენად ძლიერი იყო ეს სიყვარული, რომ გოგონას ვაჟის დანახვაზე გული საგულედან უვარდებოდა და ელეთმელეთი მოსდიოდა. ეს პროცესი უფრო ძლიერდებოდა იმის გამო, რომ ბიჭი მას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ბიჭი ურო მეტად მისი მეგობარი გოგონათი, შეიმეთი იყო გატაცებული. არავინ იცის ამ სამკუთხედი სიყვარულის ისტორია რა შედეგებით დასრულდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ბედისწერას ოიქიუ აიაზთან რომ არ შეეხვედრებინა.
ეს ახალგაზრდა კაცი მეთეს სამსახურის კოლეგა იყო და ერთხელ, ოიქიუ და აიაზი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს შეხვედრა მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან გოგონა უკვე დანამდვილებით მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული ...
ეს ახალგაზრდა კაცი მეთეს სამსახურის კოლეგა იყო და ერთხელ, ოიქიუ და აიაზი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს შეხვედრა მათ ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან გოგონა უკვე დანამდვილებით მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული ...
↧
პროტოკოლის გარეშე (ქართულად) / Kayitdisi / protokolis gareshe (qartulad)
ყველაზე მაშტაბური თურქული კრიმინალური დრამა სპეცაგენტი საერთაშორისო სინდიკატის წინააღმდეგ. ორმაგი ცხოვრება, მუდმივი საფრთხე, ოჯახი რომელიც უნდა დაუცვა. ცნობილი რეჟისორის ივედეტ მეარანის ახალი სერია. ერკან პეტეკეკაია მასში სპეციალური აგენტის როლს ასრულებს. სონგულ ოდენი არის ექიმი, მან იცის საზღვრები. ის ხალხს ეხმარება. აუდიტორია უკვე ატარებს მათ სუნთქვას და ელოდება სერიას, რომელიც ახალი სეზონისთვის ყველაზე გრანდიოზული იქნება ...
↧
Çoban Yıldızı / ბედნიერი ვარსკვლავი / Bednieri varskvlavi qartulad
ზუჰრა, ლამაზი, თავნება და ძალიან თავისუფლებისმოყვარე კაბადოკიელი გოგონაა. ერთხელაც, ის თვალში მოხვდა ფიქრეთ ქარაქაიას, საშუალო ასაკის ძალაუფლების მოყვარე კაცს, მდიდარსა და გავლენიან მიწების მესაკუთრეს... და გადაწყვიტა ფიქრეთმა - უთუოდ ჩემი უნდა გახდესო ეს ლამაზმანი... არც არაფერი დაკითხვია გოგონას, ისე იგდო ხელთ. ზუჰრა ქორწინების პირველსავე ღამეს გაექცა მოძალადე ქმარს. ავარდა ფიქრეთი - აქაოდა, როგორ შეურაცხჰყო ჩემი ღირსება ჭკუასუსტმა ქალმა!.. ზუჰრას კარგად ესმის, რომ მაინც იპოვნიან და დააბრუნებენ არასასურველ კაცთან. ძალიან შეშინებულია, მაგრამ საკუთარ პრინციპს არ ღალატობს. მოულოდნელად მას სეითი ეხმარება, ადგილობრივი ქვისმთლელი. იგი შეიფარებს გოგონას, შემდეგ კი - შეუყვარდება. წყვილი გადაწყვეტს გაეცალოს იქაურობას, რადგან დიდი საფრთხე მოელით. მალე სერიალში ახალი პერსონაჟი გამოჩნდება, ზექარი. ეს ყმაწვილი ფიქრეთის ვაჟი გახლავთ, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, თუ მამამისი დაისაკუთრებდა გოგონას, რომელზეც თავადაც ყოფილა თურმე შეყვარებული... სეითსა და ზუჰრას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდათ და არავინ იცის რით დამთავდება ეს ისტორია ...
↧
↧
Sahsiyet / პიროვნება / pirovneba qartulad
სერიალი მოგვითხრობს სერიულ მკვლელზე, რომელიც ალცჰეიმერის სნეულებითაა დაავადებული. ნევრა ერთადერთი პოლიციელი ქალია, რომელიც სტამბულის სისხლის სამართლის ბიუროს სამზებრო განყოფილებაში მუშაობს. სწორედ მან გადაწყვიტა სერიული მკვლელის დაჭერა ...
↧
ნაადრევი ფრინველი / ERKENCI KUS / Naadrevi Frinveli qartulad
ჯანისა და სანემის დიდი სიყვარულის ისტორია, რომელთა გზები შემთხვვით გადაიკვეთა, სანემი ახალგაზრდა მხიარული გოგონა, ჯანი კი დიდი კომპანიის მფლობელი. მათი გზები მაშინ გადაიკვეთება, როცა სანემი მის კომპანიაში დაიწყებს მუშაობას...
↧